150 მლნ ევრო - მიუნხენის "ბაიერნი" მზადაა, სატრანსფერო ბაზარი ააფეთქოს

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელობა ზაფხულში ორი მრავალმილიონიანი ტრანსფერის გაჩარხვას აპირებს.

SportBild-ის ინფორმაციით, "ბაიერნი" ამსტერდამის "აიაქსის" მცველ მატეის დე ლიგტისა და ჰავბეკ ფრენკ დე იონგის სანაცვლოდ 150 მლნ ევროს გადახდას გეგმავს.

გამოცემა ამტკიცებს, რომ წინასწარი მოლაპარაკებები ოქტომბრის დასაწყისში დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ დე იონგისა და დე ლიგტის სამსახურით ბევრი ევროპული გრანდია დაინტერესებული. მათ შორის არიან "ბარსელონა", "მანჩესტერ სიტი", "მანჩესტერ იუნაიტედი", ტურინის "იუვენტუსი" და მადრიდის "რეალი".

altული ჰიონესმა ახსნა, თუ რატომ არ იყიდა "ბაიერნმა" კრიშტიანო რონალდო

მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ ფასად 15 ჩაკვეტაძე მოუვათ მეტი რაღა უნდათ... და საახალწლო ამბავში ლორია საჩუქრად
ზორბეგი
22:58 06-12-2018
0

სიახლეები პოპულარული