არიენ რობენი: შესაძლოა, კარიერა დავასრულო

AutoSharing Option
მიმდინარე სეზონის შემდეგ მიუნხენის "ბაიერნის" ვეტერანი შემტევი არიენ რობენი კლუბს დატოვებს. ამის შესახებ მან ოფიციალურად განაცხადა.

ჰოლანდიელი ვინგერის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ იდეალურ შეთავაზებას არ მიიღებს, კარიერის დასრულებასაც არ გამორიცხავს.

"ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია და გადაწყვეტილებას ერთ დღეში ვერ მიიღებ. ვფიქრობ, ახლა წასასვლელად სწორი დროა. თუ იდეალურ შეთავაზებას მივიღებ, კარიერას გავაგრძელებ. შესაძლოა, საერთოდ დავასრულო", - განაცხადა არიენ რობენმა.

34 წლის ფეხბურთელი მიუნხენურ გრანდს 2009 წლის ზაფხულში მადრიდის "რეალიდან" შეუერთდა. მას შემდეგ ბუნდესლიგაში ჩატარებულ 198 მატჩში 98 გოლი და 62 საგოლე გადაცემა
შეასრულა.

altრობენი: ახლა "ბაიერნის" დატოვების შესაფერისი დროა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული