ჰოლანდიელი ვინგერის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ იდეალურ შეთავაზებას არ მიიღებს, კარიერის დასრულებასაც არ გამორიცხავს.
"ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია და გადაწყვეტილებას ერთ დღეში ვერ მიიღებ. ვფიქრობ, ახლა წასასვლელად სწორი დროა. თუ იდეალურ შეთავაზებას მივიღებ, კარიერას გავაგრძელებ. შესაძლოა, საერთოდ დავასრულო", - განაცხადა არიენ რობენმა.
34 წლის ფეხბურთელი მიუნხენურ გრანდს 2009 წლის ზაფხულში მადრიდის "რეალიდან" შეუერთდა. მას შემდეგ ბუნდესლიგაში ჩატარებულ 198 მატჩში 98 გოლი და 62 საგოლე გადაცემა