Don Balon: ჟოზე მოურინიომ შესაძლოა მიუნხენის "ბაიერნი" ჩაიბაროს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნიატედიდან" გათავისუფლებული ჟოზე მოურინიო ახლო მომავალში შესაძლოა მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი გახდეს, იტყობინება Don Balon.

გამოცემის ცნობით, გერმანული კლუბის ხელმძვაელობას ნიკო კოვაჩის გაშვება სურს.

"ბაიერნი" ფრანკ რიბერისა და არიენ რობენის წასვლის გამო რეორგანიზაციას გეგმავს. გარდა ამ ორისა კლუბი შესაძლოა ტომას მიულერმა, ჩავი მარტინესმა, ჟერომ ბოატენგმა და მატს ჰუმელსმა დატოვონ.

ხოლო ახალი გუნდის შექმნა პორტუგალიელ სპეციალისტს დაევალება.

შეგახსენებთ, რომ მოურინიოს სამომავლო გუნდთან ასევე მადრიდის "რეალი" სახელდება.

altჟოზე მოურინიოს პირველი კომენტარი "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გათავისუფლების შემდეგ

altEl Pais: "რეალმა" მოურინიოს გუნდის ზაფხულში

ჩაბარება და 20-მილიონიანი ხელფასი შესთავაზა
მკითხველის კომენტარები / 6 /
აუუ, არა რა, ოღონდ ბაიერნი არა, სულ აირევა ჩემი საყვარელი გუნდიი, თუმცა შეიძლება ვიღაცეები აყიდინოს და ტოლისოები და მსგავსი იდიოტები გაუშვას
1
შეიძლება ბევრს არ მოეწონოს ეს იდეა, მაგრამ არ არის გამორიცხული, გაამართლოს. ბაიერნი ვითომ შემტევი შემადგენლობით რასაც ახერხებს, კარგად ვხედავთ - რიბერი და რობენი ასაკში არიან, ტიაგო ალკანტარა ვერა და ვერ გახდა გუნდის დირიჟორი, ამასობაში დაცვაშიც პრობლემები გაჩნდა - ჰუმელსი სკამზე ზის, ბოატენგიც არადამაჯერებელია, ფლანგზეც რაფინიას ვერ ელევიან... საკითხავია, რამდენად თავისუფალი იქნება მწვრთნელი თავის საქმიანობაში?
:)))))
13:51 21-12-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული