ჰიონესი: როცა პეპს 100 მილიონად ფეხბურთელი უნდა, მის ვიდეოს იწერს და შეიხთან მიფრინავს

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტმა ული ჰიონესმა "მანჩესტერ სიტის" სატრანსფერო პოლიტიკა გააკრიტიკა.

"ჩემმა მეგობარმა პეპმა ამიხსნა, როგორ ხდება ყველაფერი, როდესაც მას 100 მილიონ ევროდ ფეხბურთელის შეძენა სურს. გვარდიოლა ფეხბურთელის ვიდეოს იწერს და შეიხთან მიფრინავს.

ისინი ვახშმობენ, ვიდეოს უყურებენ და შეიხი საჭირო თანხას გამოჰყოფს. მომდევნო დღეს შეიხი გაზის მილს რამდენიმე მილიმეტრით აღებს და დახარჯულ თანხას ინაზღაურებს.

მე ამაყი ვარ, რომ ასეთ შემთხვევაში "ბაიერნში" არა საკრედიტო განყოფილებაში, არამედ მოგების განყოფილებაში მივდივართ", - განაცხადა ჰიონესმა.

მომზადებულია goal.com-ის მიხედვით

altული ჰიონესი: ზაფხულში "ბაიერნი" ტრანსფერებზე უპრეცედენტო თანხებს

დახარჯავს

altული ჰიონესმა ახსნა, თუ რატომ არ იყიდა "ბაიერნმა" კრიშტიანო რონალდო

მკითხველის კომენტარები / 1 /
კი, მაგრამ მანდ ხომ შენს გარეშე ვერავის იყიდიან??? განსხვავება იმაშია, რომ იმას გვარდიოლა ჰყავს, რომელიც ფეხბურთელს ეძებს და თქვენ კოვაჩი გყავთ, რომელიც ვისაც უბრძანებთ, იმას ათამაშებს. სიტი პროგრესირებს და თქვენ უკან მიდიხართ. იმას ფული აქვს და ჭკვიანურად ხარჯავს, თქვენ გაქვთ, მაგრამ დახარჯვა გენანებათ
:))))
15:01 22-03-2019
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული