ული ჰიონესი: ზაფხულში "ბაიერნი" ტრანსფერებზე უპრეცედენტო თანხებს დახარჯავს

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტმა ული ჰიონესმა საზაფხულო სატრანსფერო პერიოდში გუნდის სერიოზული განახლების პირობა დადო.

"ჩვენთან გაახალგაზრდავების პროცესი მიმდინარეობს. ზაფხულში "ბაიერნი" ტრანსფერებზე თავის ისტორიაში უპრეცედენტო თანხებს დახარჯავს.

ფეხბურთს ფული მართავს, თუმცა მოედანზე გამარჯვების მიღწევაზე მთავარი პასუხისმგებლობა ფეხბურთელებს ეკისრებათ", - განაცხადა ჰიონესმა.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულში "ბაიერნს" 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ "შტუტგარტის" მცველი ბენჟამენ პავარი შეუერთდება. 3 მილიონი ევრო აქვთ გადახდილი მიუნხენელებს "ჰამბურგის" ფორვარდ იან-ფიეტე არპში, რომელიც "ბაიერნში" ამ ან მომდევნო წლის ზაფხულში გადავა.

ასევე "ბაიერნის" ინტერესს უკავშირებენ "ლაიპციგის" ფორვარდ ტიმო ვერნერს, რომელშიც კლუბი
60 მილიონ ევროს ითხოვს.

BeIN Sports-ის ინფორმაციით, "ბაიერნი" მზადაა "ლილის" შემტევ ნიკოლას პეპეში 80 მილიონი ევრო გადაიხადოს. მედიაში ასევე იწერება მიუნხენური კლუბის ინტერესზე "ატლეტიკოს" მცველ ლუკას ერნანდესისა და "ჩელსის" შემტევის კალუმ ჰადსონ-ოდოის მიმართ.

ამასთან, "ბაიერნს" აქვს უფლება, 42 მილიონ ევროდ მადრიდის "რეალისგან" ხამეს როდრიგესის ტრანსფერი გამოისყიდოს.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულში მიუნხენურ გუნდს მისი მრავალწლიანი ლიდერები - ფრანკ რიბერი და არიენ რობენი დატოვებენ.

მიმდინარე სეზონში "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალურ სტადიაზე გამოეთიშა. ბუნდესლიგაში მიუნხენელები დორტმუნდის "ბორუსიასთან" ერთად დასრულებამდე 8 ტურით ადრე სატურნირო ცხრილის პირველ ადგილს იყოფენ, გერმანიის თასზე კი 1/4-ფინალში "ჰაიდენჰაიმს" შეხვდებიან.

მომზადებულია bulinews.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
ხამეს როდრიგესს თუ არ გაუშვებთ არ გეყოლებათ ძლიერი სათადარიგოთა სკამი და ვერც შემდეგ სეზონზე გახვალთ 1/4 ფინალში
ილარიონი
14:45 21-03-2019
0
ბეილი იყიდეთ თქვე იდიოტებო
3

სიახლეები პოპულარული