"ბაიერნმა" წაიფორხილა - "დორტმუნდმა" კი მოიგო და გალიდერდა [VIDEO]

AutoSharing Option
30 მარტს, ბუნდესლიგის 27-ე ტურში ლიდერების მატჩები შედგა.

"ბაიერნი" სტუმრად ფრეს (1:1) დასჯერდა "ფრაიბურგთან", "დორტმუნდმა" კი საკუთარ მოედანზე 2:0 მოუგო "ვოლფსბურგს".

"დორტმუნდი" 63 ქულით გალიდერდა, მას "ბაიერნი" 2 ქულით ჩამორჩება.

6 აპრილს "ბაიერნი" "დორტმუნდს" უმასპინძლებს და შესაძლოა, ეს ტურის კი არა მთელი ჩემპიონატის ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამოდგეს.


ფრაიბურგი. "შვარცვალდი". 24 000 მაყურებელი
ფრაიბურგი - ბაიერნი 1:1
გოლები: 1:0 ჰიოლერი (3), 1:1 ლევანდოვსკი (22)

დორტმუნდი. "სიგნალ იდუნა პარკი". 81 365 მაყურებელი
დორტმუნდი - ვოლფსბურგი 2:0
გოლები: 1:0 პაკო ალკასერი (90), 2:0 პაკო
ალკასერი (90+4)



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული