"ბაიერნი" თასის ფინალში გავიდა, მაგრამ თავისი გულშემატკივრების ნერვებზე თამაშობს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
24 აპრილს, გერმანიის თასის ნახევარფინალში "ბაიერნმა" სტუმრად 3:2 მოუგო "ვერდერს" და ფინალში გავიდა.

ბუნდესლიგის გასულ ტურში "ბაიერნმა" "ვერდერს" საკუთარ მოედანზე 1:0 ძლივს მოუგო და ამჯერადაც გაუჭირდა გამარჯვება. ეს მიუხედავად იმისა, რომ 2:0 დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ 70 წამში 2 გოლი გაუშვა. თუმცა, ლევანდოვსკიმ მე-80 წუთზე პენალტი გამოიყენა და თავისი გუნდი ფინალში გაიყვანა.

შეგახსენებთ, მეოთხედფინალში "რეკორდმაისტერმა" "ჰაიდენჰაიმს" 5:4 მოუგო და მაშინაც გადამწყვეტი გოლი თერთმეტმეტრიანით ლევანდოვსკიმ გაიტანა - 84-ე წუთზე.

"ბაიერნი" 25 მაისს ფინალში, რომელიც ბერლინში გაიმართება, ლეიპციგს" შეხვდება.

ბრემენი. "ვეზერშტადიონი". 6 181 მაყურებელი
ვერდერი - ბაიერნი 2:3
გოლები: 0;1 ლევანდოვსკი (36), 0:2 მიულერი (63), 1:2 ოსაკო (74), 2:2 რაშიცა (75), 2:3 ლევანდოვსკი (80, პენ)
მკითხველის კომენტარები / 3 /
ძალიან ბუნდოვანია ამ გუნდის მომავალი. უკვე იმ დონეზეა, ვერდერთან მოგება უჭირს. არც გერმანიაში გამოჩნდა ისეთი ფეხბურთელი, იაფად ჩაიგდონ ხელში. მართლა გულშემატკივრის ნერვებზე თამაშობენ უკვე ამდენი წელია, მაგრამ ამ სეზონში განსაკუთრებით
????
02:22 25-04-2019
0
და კიდევ ისა, პენალტი ბავარიის სასარგებლოდ გამოიგონა უნამუსო კაცმა მსაჯად წოდებულმა.

"არდ" გერმანიის პირველ არხზე თამაშის შემდეგ ინტერვიუში თავად ბავარიის მწვრთნელი ნიკო კოვაჩიც არ იყო დარწმუნებული ამ პენალტის "სისწორეში". დიქტორებზე, ფეხბურთელებზე და ექსპერტებზე რომ არაფერი ვთქვათ.

შტეფან კუნცი ყოფილი ფეხბურთელი და ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რომელმაც ეს გუნდი ევროპის ჩემპიონი გახადა, აღშფოთებული იყო მსაჯის უსამართლო გადაწყვეტილებით.

ასეა ყოველთვის გადამწყვეტ თამაშებში ბავარიის ხელისწაკვრა!
სიმართლე
02:10 25-04-2019
1

სიახლეები პოპულარული