აკაკი გოგიამ ბუნდესლიგის კარს მიუკაკუნა - მას საქართველოს ნაკრებში თამაში სურს

AutoSharing Option
23 მაისს, წარმოშობით ქართველი ნახევარმცველის, აკაკი გოგიას ბერლინის "უნიონი" ბუნდესლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში გასვლაზე დაუზავდა "შტუტგარტს" - 2:2.

27 წლის გოგია პირველ წრეში მუდამ სასტარტოში იყო, უკანასკნელ ხანს კი სათადარიგო გახდა და ამ შეხვედრაში მე-80 წუთზე შევიდა შეცვლაზე. მან მეორე ბუნდესლიგის გასული გათამაშების 28 მატჩში 6 გოლი გაიტანა.

ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრა 27 მაისს ბერლინის "ან დერ ალტენ ფიურსტერაის" სტადიონზე გაიმართება.

"შტუტგარტი" ბუნდესლიგაში მე-16 ადგილზე გავიდა, ხოლო "უნიონი" მეორე ბუნდესლიგაში - მესამეზე.

შტუტგარტი. "მერსედეს ბენც არენა". 58 619 მაყურებელი
შტუტგარტი -
უნიონი 2:2
გოლები: 1:0 გენტნერი (41), 1:1 აბდულა (43), 2:1 გომესი (51), 2:2 ფრეიდრიჰი (68)

სხვათა შორის, ლევან კობიაშვილმა სფფ-ის პრეზიდენტის წინასაარჩევნო პერიოდში პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ფეხბურთელების ნატურალიზებაზე და მათ შორის, გოგიას საკითხზე მუშაობენ, მაგრამ ფიფასთან აქვთ პრობლემები, ვინაიდან ფეხბურთელს, რომელსაც სხვა ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები და არ ჰქონია საქართველოს პასპორტი, არ არეგისტრირებენ.

თავად გოგიამ ადრე არაერთხელ გამოთქვა საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი.

მკითხველის კომენტარები / 14 /
სეტანტას კომენტატორმა არც კი იცოდა აკაკი გოგია ვინ იყო.არადა რამეზე რომ შეედავო გეტყვის შენ მასწავლი ფეხბურთს მე კომენტატორი ვარ ამდენი წელიაო.პროფესიონალებითაა გადაჭედილი ყველა სფერო :-) „უი ეს ქართველი ყოფილა რუსთავში ყოფილა დაბადებულიო,არადა მე ვიხუმრე ბიჭი გოგია შემოდისო“.ესეთებს რატომ მიყავთ თამაშები,სირცხვილია!
:-)
24 მაისი 2019 05:12
0
ჩვენ მარტო აკაკი გოგია კი არა ყველა გვჭირდება ,ყველა ქართლოსიანი რომელსაც საქართველო ენატრება და უყვარს, არა გვაქვს მოყვარის გამეტების, ხელის კვრის უფლება არც სპორტსმენის არც მეეზოვის, თუნდაც სიტყვიერად, უნდა ვისწავლოთ ურთიერთ პატივისცემა,პატიება, სიყვარული, თუ არად მიზეზ-მიზეზ საერთოდ გავთითოკაცდებით, ითამაშოს აკაკიმ თუ ამით სარგებელს მოუტანს ნაკრებს
babaia
24 მაისი 2019 09:46
1
ეხლა მოუნდა არა ნაკრებში თამაში? როცა ასაკობრივზე იყო ლაპარაკი გერმანიის ნაკრები არჩია, ეხლა გაუჭირდა ბიჭს და გამოადგება ნაკრები არა? მახსოვს მაგის ინტერვიუც მაშინ ვიღაცეებზე იყო გაბრაზებული საქართველოში, არ გვინდა ეგეთი არაფერი
შოთა
24 მაისი 2019 05:21
15
ჩემო მეგობარო საქართველოში რო გააბრაზებდნენ ვინმეს რატო გიკვირს? რა ცოტა ტალანტი გვყავს ასე დაკარგული? რამდენმა კარგმა მოთამაშემ დაანება ფეხბურთს თავი აქ არსებული კორუფციის გამო. არ ყავდა ამასაც ეტყობა გავლენიანი და ფულიანი პატრონი და წავიდა ნაწყენი აქედან....ეგ არც პირველია და არც ბოლო სამწუხაროდ.... საქართველო ხო დაკარგული ტალანტების ქვეყანაა... რამდენი ნიჭიერი ბიჭი ვიცი რო აუცრუვდა გული ფეხბურთზე რო არ ათამაშებდნენ და გზას აცდნენ, ზოგი ციხეში მოხვდა, ზოგი განარკომანდა, გალოთდა დაიღუპა....შეიძლება ამის შემთხვევაშიც ესე იყო...
gg
24 მაისი 2019 10:26
2
ვიცი რაც ხდება მაგარამ მაგის გამო ნაკრებზე უარი არ არის სწორი, ეგრე ნახევარზე მეტს შეუძლია თქვას
შოთა
25 მაისი 2019 01:30
0
ნაკრებში თამაში მარტო ის არაის ვიღაცაზე რო ხარ გაბრაზებული.კი შეიძლება ვიღაცამ ძალიან გატკინა გული მაგრამ ნაკრები არის ქვეყანა რომელიც უნდა გიყვარდეს და სულში უნდა გქონდეს რო არაფერმა შეარყიოს შენი გადაწყვეტიკება.კალაძეს ძმა რომ მოუკლეს უკრაინელებმა უთხრეს წამოდი და ჩვენს ნაკრებში ითამაშეო.იყო ესეთი შეთავაზება მაგრამ მან საქართველო არჩია ესაა სული ქართული.რო აღარაფერივთქვათ ვაჩიბერაძეზე რომელიც იძახდა უკრაინაში ვითამაშებო ბეტისის დუბლებში რო წაიყვანეს.მერე რო გამოაგდეს იქედან მოუნდა საქართველო მასე არაა ძამა აქ საქართველოა და ვიგებთ თუ ვაგებთ ქვეყანა გვიყვარს და არ ვამბობთ ვარს ქართველობაზე
თემური
24 მაისი 2019 12:33
5
უძღები შვილის დაბრუნება ხომ გახსოვთ? ხოდა თუ რეალურად მოინანია კაცმა თავისი საქციელი და მიხვდა, რომ არასწორად მოიქცა, წინასწარ რატომ ატანთ წყალს? მის ნაცვლად ნაღდად ვერ დავდებ თავს, მაგრამ აცალეთ, იქნებ არც ისე ცუდადაა მისი საქმე, როგორც გგონიათ...
kote
24 მაისი 2019 13:17
1
თავის დროზე უარი თქვა...არ გვჭირდება
saba
24 მაისი 2019 09:02
12
რაც თავი მახსოვს ყველა მწვრთნელი იწვევდა და თვითონ იკავებდა თავს ნაკრებში ჩამოსვლაზე და ეხლა რამ გაუნათა გონება?
Semi
24 მაისი 2019 09:37
7
Roca axalgazrda iyo mashin iuara nakrebshi tamashi ratom? Imitom rom germaniis nakrebshi tamashis imedi hqonda perspeqtiul fexburtelad itvleboda exla eset fexburtelebs ratom unda vexvecot roca ar ician qveynis siyvaruli qartuli ena istoria da aseshemdeg, esmxolod amas arexeba yvela im qartvels vinc sxvaqveyni nakrebshi tamashis surviliaqvs ... Rocamivlen 25 clamde mere ukve undat turme nakrebshi tamashi. Tsitaishvilis ar iyos tu ar gamoidzaxes ukrainis nakrebshi mere moundeba saqartvelos nakrebi. Turme klubis xemdzgvanelobam unda gadaucyvitos sakutarqveynis girseba unda daucvas tu xva qveynis ufro meti ganatleba da siyvaruli ascavlet shvilebs rom icodnen qveynis nakrebi siyvaruli da xva qveynis nakrebze ar ifiqron tundac frangebis espanetis brailiis nakrebshi moxvedris shansi qondet... Vincuari ganacxada chvens nakrebshi tamahze ki vxedavt sad arian gind rusetisgind ukrainis asakobrivebshi rom gamodiodnen da uari tqves chventan tamashze ki vxedavt erovnul ligis gundebshi arian ramdeni tan amitom ar unda tqva skutar qveyanaze uari sadac ar unda dibado 100 idan 2—3 kaci tu ganvitarda
Va-Le
24 მაისი 2019 11:54
4
ამას ნებისმიერი ნატურალიზირებული ფეხბურთელი მირჩევნია არაფერი ესაქმება ნაკრებში ჩისკო უფრო ქართველი იყო ვიდრე გოგია არის
NIGHT
25 მაისი 2019 16:23
1
სეტანტას კომენტატორები ხო ცალკე ტემაა, მე ყოველტვის ვუწევ როცა მაგატ არხებზე ვუყურებ აზრზე არ არიან. ეს ნოდარა ხო უბრალოდ მაგიზიანებს!სეტანტას კომენტატორებო ეს საიტი მაინც გამოიყენეტ. soccerway.
ave
25 მაისი 2019 04:38
0

სიახლეები პოპულარული