აკაკი გოგიამ ბუნდესლიგის კარს მიუკაკუნა - მას საქართველოს ნაკრებში თამაში სურს

AutoSharing Option
23 მაისს, წარმოშობით ქართველი ნახევარმცველის, აკაკი გოგიას ბერლინის "უნიონი" ბუნდესლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში გასვლაზე დაუზავდა "შტუტგარტს" - 2:2.

27 წლის გოგია პირველ წრეში მუდამ სასტარტოში იყო, უკანასკნელ ხანს კი სათადარიგო გახდა და ამ შეხვედრაში მე-80 წუთზე შევიდა შეცვლაზე. მან მეორე ბუნდესლიგის გასული გათამაშების 28 მატჩში 6 გოლი გაიტანა.

ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრა 27 მაისს ბერლინის "ან დერ ალტენ ფიურსტერაის" სტადიონზე გაიმართება.

"შტუტგარტი" ბუნდესლიგაში მე-16 ადგილზე გავიდა, ხოლო "უნიონი" მეორე ბუნდესლიგაში - მესამეზე.

შტუტგარტი. "მერსედეს ბენც არენა". 58 619 მაყურებელი
შტუტგარტი -
უნიონი 2:2
გოლები: 1:0 გენტნერი (41), 1:1 აბდულა (43), 2:1 გომესი (51), 2:2 ფრეიდრიჰი (68)

სხვათა შორის, ლევან კობიაშვილმა სფფ-ის პრეზიდენტის წინასაარჩევნო პერიოდში პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ფეხბურთელების ნატურალიზებაზე და მათ შორის, გოგიას საკითხზე მუშაობენ, მაგრამ ფიფასთან აქვთ პრობლემები, ვინაიდან ფეხბურთელს, რომელსაც სხვა ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები და არ ჰქონია საქართველოს პასპორტი, არ არეგისტრირებენ.

თავად გოგიამ ადრე არაერთხელ გამოთქვა საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ეხლა მოუნდა არა ნაკრებში თამაში? როცა ასაკობრივზე იყო ლაპარაკი გერმანიის ნაკრები არჩია, ეხლა გაუჭირდა ბიჭს და გამოადგება ნაკრები არა? მახსოვს მაგის ინტერვიუც მაშინ ვიღაცეებზე იყო გაბრაზებული საქართველოში, არ გვინდა ეგეთი არაფერი
შოთა
24 მაისი 2019 05:21
15
ვიცი რაც ხდება მაგარამ მაგის გამო ნაკრებზე უარი არ არის სწორი, ეგრე ნახევარზე მეტს შეუძლია თქვას
შოთა
25 მაისი 2019 01:30
0
ჩემო მეგობარო საქართველოში რო გააბრაზებდნენ ვინმეს რატო გიკვირს? რა ცოტა ტალანტი გვყავს ასე დაკარგული? რამდენმა კარგმა მოთამაშემ დაანება ფეხბურთს თავი აქ არსებული კორუფციის გამო. არ ყავდა ამასაც ეტყობა გავლენიანი და ფულიანი პატრონი და წავიდა ნაწყენი აქედან....ეგ არც პირველია და არც ბოლო სამწუხაროდ.... საქართველო ხო დაკარგული ტალანტების ქვეყანაა... რამდენი ნიჭიერი ბიჭი ვიცი რო აუცრუვდა გული ფეხბურთზე რო არ ათამაშებდნენ და გზას აცდნენ, ზოგი ციხეში მოხვდა, ზოგი განარკომანდა, გალოთდა დაიღუპა....შეიძლება ამის შემთხვევაშიც ესე იყო...
gg
24 მაისი 2019 10:26
2
სეტანტას კომენტატორმა არც კი იცოდა აკაკი გოგია ვინ იყო.არადა რამეზე რომ შეედავო გეტყვის შენ მასწავლი ფეხბურთს მე კომენტატორი ვარ ამდენი წელიაო.პროფესიონალებითაა გადაჭედილი ყველა სფერო :-) „უი ეს ქართველი ყოფილა რუსთავში ყოფილა დაბადებულიო,არადა მე ვიხუმრე ბიჭი გოგია შემოდისო“.ესეთებს რატომ მიყავთ თამაშები,სირცხვილია!
:-)
24 მაისი 2019 05:12
0

სიახლეები პოპულარული