მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტის, ული ჰიონესის აზრით, მათი გუნდის მცველმა ჟერომ ბოატენგმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, უმჯობესია, კლუბი დატოვოს.
"როგორც მეგობარი, მე მას ვურჩევდი, დატოვოს კლუბი. მას ახალი გამოწვევა სჭირდება. ისეთი განცდა იქმნება, რომ ბოლო დროს იქ არ არის, სადაც მას უნდა", - გადმოსცემს ჰიონესის სიტყვებს Sky Sports-ი.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბოატენგის გადაბირებით "ინტერი" იყო დაინტერესებული. გამოცემების მიხედვით, გერმანული კლუბი 30 წლის ბოატენგს 20 მილიონ ევროდ აფასებს.
ბოატენგი ბერლინის "ჰერტას" აღზრდილია. სწორედ "ჰერტადან" გადავიდა ის "ჰამბურგში" 2007 წელს. 3