"დორტმუნდმა" ისევ იმარჯვა და თან როგორ მატჩში! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
23 აგვისტოს, ბუნდესლიგის მეორე ტურში "დორტმუნდმა" გასვლაზე "კიოლნს" 3:1 მოუგო.

ამ შეხვედრაში უდავო ფავორიტები სტუმრები იყვნენ, რომლებმაც პირველ ტურში სახლში "აუგსბურგი" 5:1 გაანადგურეს, მაგრამ მასპინძელთა ნახევარმცველმა დრექსლერმა ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ ბურთს ადგილი ბიურკის კარის ბადეში მიუჩინა და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

მეორე ტაიმში "დორტმუნდი" ბევრს უტევდა და 70-ე წუთზე სანჩომ საპასუხო გოლი გაიტანა. შეცვლაზე შესულმა ჰაკიმიმ 85-ე წუთზე კი თავურით დალაშქრა ჰორნის კარი. ბოლოს "კიოლნი" მთელი გუნდით შეტევაზე გადავიდა და ზურგმოშიშვლებულმა მესამე გოლი გაუშვა - სანჩოს პასით ბურთი მათ კარში
ალკასერმა შეაგდო.

19 წლის სანჩო ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ბუნდესლიგაში 15 გოლი გაიტანა - მან 1967 წელს ჰორსტ ჰაპელის დამყარებული რეკორდი დაამხო.

კიოლნი. "რეინ ენერჯი". 50 000 მაყურებელი
კიოლნი - დორტმუნდი 1:3
გოლები: 1:0 დრექსლერი (29), 1:1 სანჩო (70), 1:2 ჰაკიმი (86), 1:3 ალკასერი (90+3)

კიოლნი: ჰორნი, ეჰიზიბუე, ჩიხოსი, ბორნაუვი, ექტორი, ვერსტრატე, სკირი, დრექსლერი, შინდლერი (კაინცი 74), კორდობა (ტეროდე 55), მოდესტი (ჰეგერი 81)

დორტმუნდი: ბიურკი, ჰუმელსი, აკანჯი, პიშჩეკი, შულცი (ჰაკიმი 62), სანჩო, ვიტცელი, აზარი (ლარსენი 85), ვაიგლი (ბრანდტი 62), როისი, ალკასერი
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჰაპელი ვინაა, ის ლეგენდარული ავსტრიელი, ვინც ჰოლანდია წარმოუდგენელ სიმაღლემდე აიყვანა?
ბმბ
13:58 24-08-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული