24 აგვისტოს, ბუნდესლიგის მეორე ტურში "ბაიერნმა" გასვლაზე "შალკე" 3:0 დაამარცხა.
ჰეთ-ტრიკი პოლონელმა თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ შეასრულა. მან ბუნდესლიგაზე მე-9 ჰეთ-ტრიკი მიითვალა და 5 გოლით გერმანიის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა.
"ბაიერნში"დებიუტი ჰქონდა ბრაზილიელ ნახევარმცველ კოუტინიოს, რომელმაც 57-ე წუთზე ტომას მიულერი შეცვალა.
"ბაიერნს" 4 ქულა აქვს და 31 აგვისტოს "მაინცს" უმასპინძლებს.
გელზენკირხენი. "ველტინს-არენა". 62 271 მაყურებელი
შალკე - ბაიერნი 0:3
გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (20, პენ), 0:2 ლევანდოვსკი (50), 0:3 ლევანდოვსკი (75)