"ბაიერნმა" მოიგო და გალიდერდა - ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგის რეკორდი დაამყარა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
28 სექტემბერს ბუნდესლიგის მე-6 ტურში მეტად საინტერესო მატჩები გაიმართა.

პირველ ადგილზე მყოფი "ლაიპციგი" მოულოდნელად სახლში 1:3 დამარცხდა "შალკესთან" და ლიდერობა სტუმრად "პადერბორნის" მძლეველ (3:2) "ბაიერნს" დაუთმო.

მიუნხენელთა თავდამსხმელმა ლევანდოვსკიმ რეკორდი დაამყარა - გერმანიის ჩემპიონატის 6 სასტარტო შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა.

"გლადბახმა" სტუმრად "ჰოფენჰაიმს" (3:0), "ბაიერმა" "აუგსბურგს" (ასეთივე ანგარიშით), ხოლო "ვოლფსბურგმა" "მაინცს" (1:0) სძლია.

"დორტმუნდი" სახლში ფრეს (2:2) დასჯერდა "ვერდერთან".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული