რა აცინებდა სერჟ გნაბრის წუთიერი დუმილისას?!

AutoSharing Option
დორტმუნდში, არგენტინასთან ამხანაგურ მატჩში (2:2), გერმანიის ნაკრების 24 წლის ნახევარმცველმა სერჟ გნაბრიმ გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა და საერთოდ, ამ სეზონში როგორც "ბაიერნში", ასევე ეროვნულ გუნდში დიდებულად თამაშობს.

გნაბრიმ წელს ბუნდესგუნდში ყველაზე მეტი, 6 გოლი გაიტანა, მაგრამ გულშემატკივრებს თავი, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური საქციელით დაამახსოვრა და სამართლიანი კრიტიკაც დაიმსახურა.

"ალბისელესტესთან" შეხვედრა გერმანიის ქალაქ გალეში ტერაქტისას დაღუპულთა ხსოვნის საპატივცემულოდ წუთიერი დუმილით დაიწყო. ყველა გაირინდა, გნაბრიმ კი სიცილი დაიწყო.

გნაბრი წარმოშობით კოტდივუარელია, თუმცა შტუტგარტში დაიბადა და გერმანიის ყველა ასაკობრივ ნაკრებში ასპარეზობდა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ვააააა, საღოლ ავტორს! და რა აცინებდა? ასეთ სათაურს თუ წერთ მაშინ მიზეზიც დაწერეთ თორემ რომ ეცინებოდა ეგ ჩვენც ვმახეთ
Goga
07:34 11-10-2019
1
გერმანულ საიტებზე ნახეთ, სიცილი დაიწყო ერთ-ერთი ფანის ხმამაღალი რეპლიკის გამო, კერძოდ კი წუთიერი დილისას ვიღაც გერმანელმა ხმამაღლა დაიწყო გერმანიის ჰიმნის შესრულება, რასაც სხვა გულშემატკივრის შეძახილი მოჰყვა "halt die Klappe", ანუ "მოკეტე". სწორედ ამ რეპლიკის მოსმენის დროს გაეცინა. გერმანელებმა ცუდ საქციელად არ ჩაუთვალეს აშკარად :)
თემო
09:20 11-10-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული