კოვაჩი მაინც მოხსნეს - "ბაიერნი" ალეგრის დაუკავშირდა

AutoSharing Option
გუშინ "ბილდმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ "აინტრახტთან" 1:5 განადგურების შემდეგ "ბაიერნის" მწვრთნელ ნიკო კოვაჩს მდგომარეობის გამოსასწორებლად ორ მატჩს მისცემდნენ, მაგრამ აღარ აცალეს და გადააყენეს.

კოვაჩი მიუნხენურ გუნდს 2018 წლის ზაფხულში ჩაუდგა სათავეში, იქამდე კი სწორედ "აინტრახტს" წვრთნიდა.

გერმანული პრესის ცნობით, "ბაიერნი" იტალიელ მასიმილიანო ალეგრისთან აწარმოებს მოლაპარაკებას, თუმცა გუნდის არცთუ ძლიერი შემადგენლობიდან გამომდინარე, მით უმეტეს, შუა სეზონში, საეჭვოა ის შეთავაზებას დათანხმდეს.

10 ტურის შემდეგ "ბაიერნი" ბუნდესლიგაზე 18 ქულით მე-4 ადგილზეა, ლიდერ "გლადბახს" 4 ქულით ჩამორჩება და 9 ნოემბერს "დორტმუნდს" უმასპინძლებს, იქამდე კი
6 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგაზე "ოლიმპიაკოსს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული