ნიკო კოვაჩს სიტუაციის გამოსასწორებლად 2 მატჩი მისცეს

AutoSharing Option
მწვრთნელი ნიკო კოვაჩი "ბაიერნში" მუშაობას გააგრძელებს.

"ბილდის" ცნობით, კოვაჩს სიტუაციის გამოსასწორებლად 2 მატჩი მისცეს.

"ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგაზე "ოლიმპიაკოსს", ხოლო ბუნდესლიგაზე "დორტმუნდს" დაუპირისპირდება და ამ შეხვედრების შემდეგ გადაწყვეტს კლუბის ხელმძღვანელობა მწვრთნელის საკითხს.

გუშინ მიუნხენური გუნდი ფრანკფურტში "აინტრახტთან" 1:5 განადგურდა და 10 ტურის შემდეგ ლიდერ "გლადბახს" 4 ქულით ჩამორჩება.

"გაძეტა დელო სპორტი" კი იუწყება, რომ კოვაჩი შეიძლება დროებით უმუშევარმა იტალიელმა მასიმილიანო ალეგრიმ შეცვალოს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
შაბათს ეგრე გადაწყდა მარა კვირას კოვაჩი მაინც გააგდეს.
0
სად კითხულობთ ამ ამბებს? საიდან იწერთ? რა ორი მატჩი? გესიზმრებათ თუ ვინ გეუბნებათ? მოხსნეს კოვაჩი მორჩა. რამე აპლიკაცია მაინც გადმოიწერეთ ამ დიდი გუნდების მაინც და სხვა თუ არაფერი მესიჯი მოგივათ
Giorgi
00:17 04-11-2019
0

სიახლეები პოპულარული