მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელობის კიდევ ერთი კანდიდატი დასახელდა

AutoSharing Option
ამსტერდამის "აიაქსის" მთავარი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰააგი მიუნხენის "ბაიერნის" ჩაბარების ერთ-ერთი კანდიდატია, - იტყობინებიან გერმანული სპორტული ვებგვერდები.

Sky Deutschland-ის ცნობით, "ბაიერნის" წარმომადგენლები უკვე ესაუბრნენ ტენ ჰააგის წარმომადგენლებს. წყაროს ინფორმაციით, ტენ ჰააგი "აიაქსს" სეზონის მიმდინარეობისას ნამდვილად არ დატოვებს და შესაძლოა გერმანულ კლუბში მხოლოდ იანვარში გადაბარგდეს.

შეგახსენებთ, რომ "ბაიერნმა" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ნიკო კოვაჩი გაათავისუფლა, ხოლო მის ადგილზე მთავარ კანდიდატად მასიმილიანო ალეგრი განიხილება.

49 წლის ერიკ ტენ ჰააგმა გასულ სეზონში "აიაქსთან" ერთად ჩემპიონატი, თასი და ქვეყნის სუპერთასი მოიგო. ასევე, "აიაქსი" ჩემპიონთა ლიგის
ნახევარფინალში გავიდა. 2013-15 წლებში ის უკვე მუშაობდა "ბაიერნის" მწვრთნელად.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული