პსჟ-ის მწვრთნელმა თომას ტუხელმა კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს სამუშაოდ "ბაიერნში" აპირებდეს გადასვლას.
"მე ეს არ მაინტერესებს. მე პსჟ-ის მწვრთნელი ვარ. თუ მეხსიერება არ მღალატობს, პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე მაქვს გაფორმებული", - განაცხადა ტუხელმა "ბრიუგესთან" მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.
ნიკო კოვაჩის გადაყენების შემდეგ "ბაიერნი" მწვრთნელის გარეშეა დარჩენილი. სახელდება სხვადასხვა კანდიდატი, თუმცა ეს უფრო სხვადასხვა გამოცემის მოსაზრებებს ჰგავს.