"ბაიერნმა" პეპ გვარდიოლას დაბრუნება მოისურვა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა შეიძლება ისევ ჩაუდგეს "ბაიერნს" სათავეში.

კლუბის პრეზიდენტი ული ჰიონესი ამბობს, რომ ეძებენ სპეციალისტს, რომელიც დიდი ხნით ჩაიბარებს გუნდს.

"სპორტ ბილდი" ირწმუნება, რომ "ბაიერნის" ხელმძღვანელობას გვარდიოლას დაბრუნება უნდა, თავად კატალონიელმა კი 2016 წელს თქვა, რომ ასეთ ვარიანტს არ გამორიცხავს.

მიუნხენში ვარაუდობენ, რომ გვარდიოლა "სიტიში" თავს ბედნიერად ვეღარ გრძნობს და მას ხშირად ესაუბრებიან.

"ბიერნის" დროებითი მწვრთნელი ჰანს-დიტერ ფლიკია, რომელიც სავარაუდოდ, თანამდებობაზე ზაფხულამდე დარჩება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
თუ პეპი დაბრუნების შემთხვევაში ისევ ული ჰიონეს-ბრეჟნევის ყმა იქნება და კიდევ გუნდის სხვა ბრეჟნევები არ მისცემენ ისეთ თავისუფლებას, როგორიც სიტიში აქვს, ისიც კოვაჩის და სხვების ბედს გაიზიარებს. იმედია ეყოფა გამჭრიახობა და ასეთ შარში არ გაეხვევა, თორემ ნამდვილად ძალიან მენატრება დიდი რეკორდმაისტერი :((((
: )))))))
17:40 14-11-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული