გერმანული პოპულარული გამოცემა "კიკერი" აქვეყნებს ცნობას, რომ მომავალი სეზონიდან შესაძლოა, "ჰერტას" მთავარ მწვრთნელად ნიკო კოვაჩი ვიხილოთ.
როგორც იცით, ბერლინელებმა გუშინ ანტე კოვიჩი გაათავისუფლეს, მის ნაცვლად კი სეზონის ბოლომდე იურგენ კლინსმანი იმუშავებს.
გერმანული გამოცემა ირწმუნება, რომ კლინსმანი საუკეთესო შედეგის დაფიქსირების შემთხვევაშიც კი დატოვებს დედაქალაქურ გუნდს.
"ჰერტას" ხელმძღვანელებს კოვაჩთან აქტიური მოლაპარაკებები უკვე დაუწყიათ და რამდენიმე კვირის წინ "ბაიერნიდან" გაგდებულ სპეციალისტს ბუნდესლიგაში დაბრუნების შანსიც მიეცა.