ინგლისის ნაკრების 19 წლის ნახევარმცველი ჯეიდონ სანჩო კარგად თამაშობს, მაგრამ დისციპლინას ხშირად არღვევს და "დორტმუნდი" მის გაყიდვას აპირებს.
"დორტმუნდის" ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა სანჩოს საქმისადმი დამოკიდებულებით, "ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩზე (1:3) შესვენების შემდეგ შეუშვა შეცვლაზე და გოლიც გაიტანა.
სანჩომ ამ სეზონში ბუნდესლიგის 10 მატჩში 4 გოლი გაიტანა, კონტრაქტი "დორტმუნდთან" 2022 წლის ზაფხულში უმთავრდება და The Independent-ის ცნობით, გერმანული კლუბი იანვარში 100 მილიონ ევროდ გაყიდის.