"ბაიერნი" კოუტინიოს შეძენაზე ორჭოფობს

AutoSharing Option
"ბაიერნს" "ბარსელონას" ნახევარმცველი კოუტინიო სეზონის ბოლომდე იჯარით ჰყავს აყვანილი და მისი კონტრაქტის 120 მილიონ ევროდ გამოსყიდვა შეუძლია. მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგის 12 მატჩში კოუტინიომ 3 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა და ბრაზილიელის შესახებ კლუბის მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, კარლ-ჰაინც რუმენიგემ შემდეგი განაცხადა:

"კოუტინიოს გუნდში დატოვება შეგვიძლია, მაგრამ გადაწყვეტილების მისაღებად დრო გვჭირდება. ის შესანიშნავი ფეხბურთელია, თუმცა გერმანულ ფეხბურთს უნდა შეეჩვიოს. ჩვენ ახალწვეულებს მოთმინებით ვაკვირდებით", - ციტირებს რუმენიგეს "მუნდო დეპორტივო".

მკითხველის კომენტარები / 2 /
სანე და ეს ერთად მაგარი უნდა იყოს მაგრამ 120 მილიონი ძვირია ნამეტანი
0
ბათუმის დინამოში გამოუშვით, ქართულ ფეხბურთთან შეგუება ნამდვილად არ გაუჭირდება))))))) მერე ნახეთ თქვენ, სამი ბრაზილიელის აჭარული განდაგანა!)))))))
Mazzola
03:29 14-12-2019
0

სიახლეები პოპულარული