"ჰერტა" სუპერკლუბობას ლამობს - ჯაკას, გიოტცეს და დრაქსლერის შეძენას შეეცდება

AutoSharing Option
"ჰერტა" საუკეთესო დროებას ნამდვილად არ განიცდის, ბუნდესლიგაში მე-12 ადგილზეა, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობას დიდი გეგმები აქვს.

27 ნოემბერს დედაქალაქურ გუნდს სათავეში იურგენ კლინსმანი ჩაუდგა, მაგრამ უცბად შედეგის მიღწევა ბუნებრივია შეუძლებელია, ამიტომ შემადგენლობის გაძლიერება პირველ რიგში ნახევარმცველების დამატებით გადაწყვიტა.

უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები მარიო გიოტცეს (დორტმუნდი) და იულინ დრაქსლერის (პსჟ) ტრანსფერებზე, "არსენალთან" კი გრანიტ ჯაკას ფასზე ვაჭრობენ - "ჰერტამ" 25 მილიონი ევრო შესთავაზა, ხოლო "მეთოფეები" 35 მილიონს ითხოვენ.

მკითხველის კომენტარები / 1 /
კლინსმანი ამბიციური მწვრთნელია და ითხოვს გაძლიერებას ეტყობა ბევრი ფეხბურთელებით უკმაყოფილოა
irakli
23:01 27-12-2019
0

სიახლეები პოპულარული