2019 წლის საუკეთესო ბომბარდირი რობერტ ლევანდოვსკი გახდა

AutoSharing Option
ტოპ-ჩემპიონატებში დეკემბერში უკვე აღარავინ ითამაშებს. ამიტომ შეგვიძლია წლის საუკეთესო ბომბარდირის ვინაობა გავიგოთ.

კალენდარული წლის მიხედვით, ყველაზე მეტი მიუნხენის "ბაიერნის" ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა. პირველი იანვრიდან მან კლუბისა და ნაკრების მაისურით 58 მატჩში სულ 54 გოლი გაიტანა.

მეორე ადგილზე "ბარსელონას" თავდამსხმელი ლიონელ მესია, რომელმაც 58 მატჩში 50 გოლი შეაგდო. არგენტინელს კოპა ამერიკაზე 4-მატჩიანმა დისკვალიფიკაციამ შეუშალა ხელი, თორემ შეიძლებოდა პირველზეც ყოფილიყო.

მესამე საფრანგეთის ნაკრებისა და პსჟ-ის ფორვარდი კილიან მბაპე გახდა, რომლის ანგარიშზე 49 მატჩში 44 გოლია.

გასულ დეკადაში მხოლოდ ერთხელ მომხდარა, როცა
საუკეთესო ბომბარდირი მესი ან რონალდო არ გამხდარა - 2017 წელს ბომბარდირი ჰარი კეინი იყო. 2019 წელს რონალდო მხოლოდ მე-6 ადგილზეა და მის ანგარიშზე 39 გოლია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული