ნახევარმცველი იულიან ვაიგლი "დორტმუნდიდან" "ბენფიკაში" გადავიდა.
ორივე კლუბმა ტრანსფერი დაადასტურა. იანვრის პირველ დღეებში ვაიგლი მედშემოწმებას გაივლის და პრეზენტაციას მოუწყობენ.
"ბენფიკამ" ვაიგლი 20 მილიონ ევროდ შეიძინა და ლისაბონურ გუნდში გადასვლა თავად ფეხბურთელის სურვილი იყო.
ვაიგლმა მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგის 13 მატჩში 1 გოლი გაიტანა.