Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, მიუნხენის "ბაირენს" "კატალონიური "ბარსელონას" პორტუგალიელი მცველი ნელსონ სემედუს შეძენა სურს.
გამოცემის მიხედვით, გერმანელებს 26 წლის მარჯვენა მცველის შეძენა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს სურთ. აღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე კლუბებს შორის მოლაპარაკებები ჯერ არ შემდგარა.
გასულ ზაფხულში კატალონიელებმა სემედუს გაყიდვაზე უარი თქვეს, თუმცა ამ ეტაპზე, ესპანურ გრანდში მზად არიან სემედუს თაობაზე მიღებული შეთავაზებების განსახილველად.