"დორტმუნდმა" ისევ გაიმარჯვა - ჰოლანმა დუბლი შეასრულა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
24 იანვარს, ბუნდესლიგის მე-19 ტურში "დორტმუნდმა" სახლში 5:1 მოუგო "კიოლნს".

"დორტმუნდის" ახალწვეულმა ერლინ ჰოლანმა, რომელიც გასულ ტურში "აუგსბურგთან" მატჩში (5:3) შეცვლაზე შევიდა და ჰეთ-თრიკი შეასრულა, კვლავ გამოიჩინა თავი. ის ამჯერად 65-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და დუბლი შეასრულა.

ჰოლანი ბუნდესლიგის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც 2 სადებიუტო მატჩში 5 გოლი გაიტანა - ამისათვის მას 60 წუთი დასჭირდა.

სანჩომ გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა - მის ანგარიშზე გასული სეზონის დასაწყისიდან 25 შედეგიანი პასია, რაც ტოპ 5-ის ლიგებში საუკეთესო მაჩვენებელია.

"დორტმუნდი" 36 ქულით მესამე ადგილზეა
და პირველ თებერვალს "უნიონს" უმასპინძლებს.

დორტმუნდი. "სიგნალ იდუნა პარკი". 81 365 მაყურებელი
დორტმუნდი - კიოლნი 5:1
გოლები: 1:0 გერერო (1), 2:0 როისი (29), 3:0 სანჩო (48), 3:1 უტი (64), 4:1 ჰოლანი (78), 5:1 ჰოლანი (87)

მკითხველის კომენტარები / 1 /
Dzalian magari bichia.
Yochag
08:22 25-01-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული