ნუთუ ძველი "ბაიერნი" ბრუნდება? - ამჯერად "შალკე" გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
25 იანვარს, ბუნდესლიგის მე-19 ტურში "ბაიერნმა" სახლში 5:0 მოუგო "შალკეს".

"ბაიერნი" 39 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ "ლაიპციგს" 1 ქულით ჩამორჩება და პირველ თებერვალს გასვლაზე "მაინცს" დაუპირისპირდება.

"ბაიერნმა" ჩემპიონატის 19 მატჩში 55 გოლი გაიტანა, რაც უკანასკნელი 34 წლის მანძილზე გერმანიაში საუკეთესო შედეგია.

მიუნხენელთა თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგაზე 10 სეზონიდან 8-ში 20+ გოლი გაიტანა - საუკეთესო შედეგი 2015/16 წლების სეზონში ჰქონდა, როდესაც 30 გოლი გაიტანა.

მიუნხენი. "ალიანც არენა". 75 000 მაყურებელი
ბაიერნი - შალკე 5:0
გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (6), 2:0 მიულერი (45+2), 3:0 გორეცკა
(50), 4:0 ალკანტარა (58), 5:0 გნაბრი (89)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული