პოლონელი თავდამსხმელი კშიშტოფ პიონტეკი კარიერას "ჰერტაში" გააგრძელებს.
ბერლინურმა კლუბმა 24 წლის ფორვარდს ხანგრძლივვადიანი კონტრაქტი გაუფორმა. "ჰერტას" ტრანსფერი დაახლოებით 27 მილიონი ევრო დაუჯდა.
მან ამ სეზონში სერია A-ს 18 მატჩში 4 გოლი (3 პენალტით) გაიტანა.
პიონტეკის იჯარით აყვანა "ტოტენჰემს" უნდოდა, მაგრამ "როსონერის" ეს ვარიანტი არ აწყობდა.
კშიშტოპ პიონტეკი "ჰერტაში" გადადის - ის უკვე ბერლინშია