დორტმუნდის "ბორუსიას" ფორვარდმა ერლინ ჰოლანმა ბერლინის "იუნიონთან" გამარჯვების (5:0) შემდეგ Goal.com-თან მცირე კომენტარი გააკეთა.
"ადვილი მატჩი არ ყოფილა. ჩემთვის ძალიან სასიამოვნო გახლდათ ძირითად შემადგენლობაში თამაშის დაწყება. უკეთესად თამაში მმართებს, ჯერ საუკეთესო ფორმაში არ ვარ,"- თქვა ჰოლანმა.
ერლინ ჰოლანმა ბუნდესლიგაში გადასვლის შემდეგ 3 შეხვედრა ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა. თუ ფეხბურთელს საუკეთესო ფორმამდე კიდევ აკლია, მაშინ...
ფანტასტიკური ჰოლანი - 3 მატჩში 7 გოლი გაიტანა [VIDEO]