ტრანსფერიც ასეთი უნდა: ოდრიასოლამ პერიშიჩი ვარჯიშიდან პირდაპირ 2-თვიან შესვენებაზე გაუშვა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ხორვატმა ნახევარმცველმა ივან პერიშიჩმა სერიოზული ტრავმა მიიღო და დაახლოებით, 2 თვე მოედანს ვერ დაუბრუნდება, რაშიც Marca-ს ინფორმაციით, უდიდესი წვლილი ბავარიულ გრანდში ახალგადასულ ალვარო ოდრიასოლას მიუძღვის.

31 წლის ფეხბურთელს კოჭი აქვს მოტეხილი და  ეს ვარჯიშის დროს ახალგაზრდა ესპანელმა მცველმა გააკეთა. როგორც გუნდის მთავარი მწვრთნელი ჰანს დიტერ ფლიკი იტყობინება, პერიშიჩი ვარჯიშს 8 კვირაში განაახლებს.

ივან პერიშიჩი "ბაიერნმა" მილანის "ინტერიდან" გასულ ზაფხულს ინათხოვრა, ალვარო ოდრიასოლა კი - მიმდინარე ზამთარში მადრიდის "რეალიდან".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული