5 თებერვალს, გერმანიის თასის 1/8-ფინალში "ბაიერნმა" საკუთარ მოედანზე "ჰოფენჰაიმი" 4:3 დაამარცხა.
რაც ჰანს-დიტერ ფლიკი ჩაუდგა სათავეში, "რეკორდმაისტერმა" 14 მატჩში 48 გოლი გაიტანა - საშუალოდ შეხვედრაში 3.4 გოლი.
დუბლის ავტორმა რობერტ ლევანდოვსკიმ ამ სეზონში კლუბში ყველა ტურნირზე 29 მატჩში 35 გოლი გაიტანა.
თომას მიულერმა 2015 წლის ნოემბრის შემდეგ პირველად გაიტანა ზედიზედ 4 მატჩში.
მიუნხენი. "ალიანც არენა". 71 500 მაყურებელი
ბაიერნი - ჰოფენჰაიმი 4:3
გოლები: 0:1 ბოატენგი (8, საკ. კარში), ჰიუბნერი (12, საკ. კარში), 2:1 მიულერი (20), 3:1 ლევანდოვსკი (36), 4:1 ლევანდოვსკი (80), 4:2 დაბური (82), 4:3 დაბური (90+3)