1900 წლის 27 თებერვალს გერმანიაში დაარსდება კლუბი, რომელიც ამავე ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი და წარმატებული აღმოჩნდება.
მიუნხენის "ბაიერნს" დღეს 120 წელი შეუსრულდა. ამ პერიოდში, სხვა არაერთ ტიტულთან ერთად, მათ მოიგეს: გერმანიის ჩემპიონატი 29-ჯერ, გერმანიის თასი - 19-ჯერ, ხოლო ჩემპიონთა ლიგა - 5-ჯერ. 2013 წლის ბოლოს "ბაიერნი" პირველი გუნდი იყო გერმანიიდან, რომელმაც მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.
XX საუკუნის საუკეთესო გუნდებში, რომელმაც ფიფამ შეადგინა, "ბაიერნმა" მე-3 ადგილი დაიკავა.