გერმანიის თასზე "საარბრიუკენმა" "ფორტუნა" გამოთიშა და ნახევარფინალში გავიდა.
შეხვედრის მთავარი გმირი "საარბრიუკენის" მეკარე დანიელ ბაცი გახდა, რომელმაც ერთი პენალტი ძირითად დროში, ხოლო 4 პენალტი პენალტების სერიაში მოიგერია. ჯამში გუნდებმა 20-ჯერ დაარტყეს, გამარჯვებული რომ გამოევლინათ. დანიელ ბაცის გუნდმა 7:6 გაიმარჯვა.