ბუნდესლიგა უჩემპიონოდ დასრულდება? გერმანელები რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ

AutoSharing Option
გერმანული გამოცემა Express-ის მიხედვით, გერმანიის ფეხბურთის ფედერაცია სერიოზულად განიხილავს მიმდინარე საფეხბურთო სეზონის შეწყვეტას.

"ჩვენ მოვლენების განვითარების ყველა ვარიანტი უნდა განვიხილოთ, მზად უნდა ვიყოთ იმისათვის, თუ როგორ ჩავატაროთ მატჩები; ასევე, სეზონის შეჩერებისა თუ ნაადრევად შეწყვეტისათვის.

ბუნებრივია, მიზანი სეზონის საფეხბურთო პრინციპით დასრულებაა, მაგრამ საბოლოო სიტყვა ჯანდაცვის ორგანიზაციებზეა. მათ ნათელი და სავალდებულო გადაწყვეტილება უნდა მიიღონ", - განაცხადა ფედერაციის გენერალურმა მდივანმა.

დიდი ალბათობით, გერმანიაში ყველა მასშტაბური სპორტული ღონისძიება შეჩერდება. ნათელია, რომ საფეხბურთო სეზონიც შეწყვეტილია და შეიძლება დასრულებულიც კი. მოახლოებულ შაბათ-კვირას 26-ე ტურის მატჩები გაიმართება.

გერმანიაში ერთ-ერთ ვარიანტად კი ამ ტურის შემდეგ ჩემპიონატის დასრულებას განიხილავენ. საბოლოო შედეგებად მოცემული მომენტის მიხედვით არსებული მდგომარეობა ჩაითვლება, ჩემპიონად კი არცერთი გუნდი არ გამოცხადდება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
არმაგედონი?არც არის გამორიცხული რომ ბოლო ჟამი იყოს,ყველაფერი სწორედ ახლა ემთხვევა ბიბლიურ წინასწარმეტყველებს...
ბაჩი
13 მარტი 2020 16:40
10
ესენი ეტყობა მართლა არმაგედონს ელიან და გვიმალავენ.
hhh
13 მარტი 2020 13:44
5

სიახლეები პოპულარული