კორნავირუსის პანდემიის გამო გადადებული ან გაუქმებულია თითქმის ყველა სპორტული ღონისძიება. შესაბამისად, ფინანსურად, ფეხბურთის გუნდები სერიოზულად ზარალდებიან. არაერთმა კლუბმა ხელფასების განახევრება დაიწყო, ზოგმა ფეხბურთელებს გუნდის დატოვებაც შესთავაზა. თუმცა დორტმუნდის "ბორუსიას" ხელმძღვანელობამ მეტი ადამიანურობა გამოიჩინა და თავის ფეხბურთელებს ხელფასების 20%-იანი შემცირება შესთავაზა.
ფეხბურთელები კლუბის თხოვნას დათანხმდნენ და ეს იმ მიზეზით ახსნეს, რომ ხელფასების 20%-იანი შემცირება კლუბის 850 თანამშრომელს სამსახურს შეუნარჩუნებს. ბუნებრივია, ფეხბურთელების მსგავსი დამოკიდებულება და გაგება პატივისცემას იმსახურებს.
"დორტმუნდი" გერმანიის ჩემპიონატზე მე-2 ადგილს იკავებს და ლიდერ "ბაიერნს" 4 ქულით ჩამორჩება.