ნახეთ, როგორ შეჯდა ბოატენგი ავტომობილით ჯებირზე

AutoSharing Option
ამასაც ხომ მოხერხება უნდა

"ბაიერნის" მცველმა ჯერომ ბოატენგმა ავტოავარია მოახდინა - დღეს მიუნხენში მოთოვა, ფეხბურთელი ავტომაგისტრალზე თავისი "მერსედესით" მოსრიალდა და გზის დამცავ ჯებირზე შეჯდა.

31 წლის ბოატენგი შვილთან ლაიპციგში მიემგზავრებოდა, მის მანქანას კი საზაფხულო საბურავები ჰქონდა.

თავად ჯერომი არ დაშავებულა, ავტომობილის ზარალი კი 25 ათასი ევროა.

ბოატენგს "ბაიერნთან" კონტრაქტი 2021 წელს უმთავრდება და ზაფხულში გაყიდვას უპირებენ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ამაზეა ნათქვამი: მარტი რომ წინ გქონდეს, ზამთარს ნურც აქებ და ნურც აძაგებო: )))))
: )))))))
21:50 31-03-2020
0
კი მაგრამ, მანქანა დაზღვეული არ ჰყავდა. თუ აქაც არიან ჩვენისთანები. აქ ჩამოიყვანოს და ჩვენი "კოსტოპრავები", გაგაცილებით იაფად გაუკეთებენ.
თბილისელი ჟეშტიანშიკი.
00:18 01-04-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული