როგორც ჩანს, "დორტმუნდის" 27 წლის ნახევარმცველმა მარიო გიოტცემ ზაფხულში გუნდის შეცვლა გადაწყვიტა.
"მიუხედავად ამჟამინდელი სიტუაციისა, იმედი მაქვს, რომ თქვენი ახლობლები კარგად არიან.
მინდა გამოვაცხადო, რომ ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ ჩემს კარიერაში ცვლილების შეტანა გადავწყვიტე. ამაზე მართლა ბევრი ვიფიქრე.
ეს ჩემს საფეხბურთო მომავალზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. მოუთმენლად ველი რეზ ფაზელისთან და სააგენტო ISM-თან თანამშრომლობას. მათმა კომპეტენტურობამ დამარწმუნა.
ჩემი მომავლის შესახებ მაშინ გახდება ცნობილი, როდესაც სამყაროს სიმშვიდე დაუბრუნდება. იქამდე კი, გთხოვთ, იყავით ჯანმრთელნი და ერთმანეთს მხარი დაუჭირეთ", - განუცხადა გიოტცემ "დეილი მეილს".
27 გამოდის....