
"დორტმუნდიდან" აბარგებული და დღემდე უგუნდოდ მყოფი გერმანიის ნაკრების 28 წლის ნახევარმცველი მარიო გიოტცე პსვ-ში გააგრძელებს კარიერას.
"ბილდის" ცნობით, გიოტცე ეინდჰოვენურ კლუბში გადის მედშემოწმებას და ორსეზონიან კონტრაქტს გაუფორმებენ.
მან გასულ სეზონში ბუნდესლიგის 15 მატჩში 3 გოლი (1 პენალტით) გაიტანა. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი სამსახურით "ჰერტა" იყო დაინტერესებული.