"ელ პაისის" ცნობით, პანდემიის დაწყების პერიოდიდან "ადიდასის" მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია 60%-ით შემცირდა, დაიკეტა ამ ფირმის მაღაზიები ევროპასა და სამხრეთ ამერიკაში და უმძიმეს ფინანსურ სიტუაციაში აღმოჩნდა. თუმცა მის დახმარებას აპირებენ.
გერმანიის მთავრობა "ადიდასს" 2.4-მილიარდევროიან (!) კრედიტს გამოუყოფს, ხოლო გერმანული და საზღვარგარეთული ბანკები - 600 მილიონს. "ადიდასის" ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ მთავრობის დახმარების გარეშე ვერ გადარჩებიან.
"ადიდასს" საფეხბურთო ეკიპირების ბაზარზე წამყვანი ადგილი უკავია, თუმცა კორონავირუსის გამო შეიძლება საერთოდ გაკოტრდეს.