"რეალს" ჰოლანის შეძენა უნდა - "დორტმუნდი" წინააღმდეგია

AutoSharing Option
As-ის ცნობით, "დორტმუნდი" თავდამსხმელ ერლინ ჰოლანს 2022 წლის ზაფხულამდე არ გაყიდის, მაგრამ თუ მაინც გადაწყვიტა მისი გასხვისება, "რეალი" პრიორიტეტულ მდგომარეობაში იქნება.

"რეალიდან" "სოსიედადში" განათხოვრებული ნახევარმცველი მარტინ ედეგორი ჰოლანს დაუკავშირდა და მადრიდულ გუნდში გადასვლის პლუსებზე ესაუბრა.

"დორტმუნდის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ჰანს-იოახიმ ვატცკე ძალიან კარგ ურთიერთობაშია "რეალის" პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან და ამან შეიძლება მომავალში ტრანსფერს ხელი შეუწყოს.

ამას გარდა, ფეხბურთელის აგენტი მინო რაიოლა თავისი კლიენტის "სამეფო გუნდში" გადასვლის წინააღმდეგი არაა და ყოველმხრივ დაეხმარება.

ისიც სათქმელია, რომ "რეალი" არ ჩქარობს, ვინაიდან ესპანეთში შეიძლება
სეზონი არ განახლდეს, ხოლო მომავალ სეზონში მატჩები მაყურებლების გარეშე ჩატარდეს, ყოველივე ეს კი კლუბს ფინანსურად სერიოზულად დააზარალებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული