ეს რაღა ფეხბურთი იქნება? - ბუნდესლიგა უმაყურებლოდ, ნიღბებით განახლდება, გოლის აღნიშვნა აიკრძალება

AutoSharing Option
ევროპული ქვეყნებიდან პირველად ჩემპიონატი გერმანიაში უნდა განახლდეს. ეს 9 მაისისთვისაა დაგეგმილი და უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებით. "შპიგელის" ცნობით, ქვეყნის შრომის სამინისტრომ ბუნდესლიგის მატჩების ჩატარების სამგვერდიანი დოკუმენტი მოამზადა.

ფეხბურთელები და მსაჯები ვალდებულნი იქნებიან, მოედანზე სპეციალური ნიღბებით გავიდნენ, რომლებიც სამედიცინო სტანდარტებს შეესაბამება. თამაშისას ნიღბები არ უნდა ჩამოსრიალდეს სახიდან - სირბილისას, საჰაერო ორთაბრძოლებისას და შეჯახებისას. მთელი მატჩის განმავლობაში ნიღბებს ხელით არ უნდა შეეხონ.

თუ რომელიმე ფეხბურთელს ნიღაბი ჩამოუვარდება, თამაში დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს. შესაძლოა, ნიღბები თამაშისას უვარგისი გახდეს, ამიტომ ყოველ 15 წუთში მათი გამოცვლა იქნება
აუცილებელი. ამ მომენტში მატჩის მონაწილეებს ერთმანეთთან 1.5-მეტრიანი დისტანციის დაცვა მართებთ.

აიკრძალება გატანილი გოლის მთელი გუნდით აღნიშვნა. ამისათვის ფეხბურთელები ყვითელი ბარათებით დაისჯებიან.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 16 /
1.5-მეტრიანი დისტანციას თუ დაიცავენ, საინტერესოა რომელი გუნდი მოიგებს თამაშს)))))
მასხარა
19:43 24-04-2020
0
ასე სავალდებულო იქნება ფეხბურთელებმა თამაშისას დაიცვან დისტანცია და ხშირად დასპირტონ ბურთი. აიკრძალება ბურთის ართმევა, მატაობა, ახლო პასები, აუტის მიწოდება და მოედანზე სამზე მეტი მოთამაშის ყოფნა.
სანდო წყარო
04:00 25-04-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული