დიდი ფეხბურთი ბრუნდება - 15 მაისს ბუნდესლიგა განახლდება!

AutoSharing Option
მხოლოდ 8 დღეღა რჩება

ბუნდესლიგის განახლება თავიდან 9 მაისს იყო დაგეგმილი, მაგრამ გერმანიის მთავრობის ნებართვას ელოდნენ და მიიღეს კიდეც - ჩემპიონატი 15 მაისს განახლდება.

"ბილდის" ცნობით, დღეს, 7 მაისს, ფორმალური კენჭისყრა გაიმართება და დარჩენილი მატჩების კალენდარი გამოცხადდება.

ბუნდესლიგა 9 კვირის განმავლობაში იყო შეჩერებული. ლიდერი "ბაიერნი" 25 ტურის შემდეგ მეორეადგილოსან "დორტმუნდს" 5 ქულით უსწრებს.

ამასთან დაკავშირებით კომენტარები "ბაიერნისა" და "დორტმუნდის" ხელმძღვანელებმა გააკეთეს.

Sportall.Ge

კარლ-ჰაინც რუმენიგე ("ბაიერნის" მმართველი საბჭოს თავმჯდომარე): "მიღებული გადაწყვეტილების გამო მინდა პოლიტიკოსებს მადლობა გადავუხადო. მატჩების დაწყებას მოუთმენლად ველით. ეს იმის
გარანტიაა, რომ სეზონის შედეგები მოედნებზე გადაწყდება და არა კაბინეტებში".

ჰანს-იოახიმ ვატცკე ("დორტმუნდის" გენერალური დირექტორი): "გერმანიის და კერძოდ, დორტმუნდის მოსახლეობა კარანტინისას სანიმუშოდ იქცეოდა და კორონავირუსის გავრცელება შეჩერდა.

ახლა შეგვიძლია პატარა ნაბიჯებით ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ. ეს უსაფრთხოების დაცვით უნდა გავაკეთოთ. დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ. მაყურებლების გარეშე თამაში კარგი არ არის, მით უმეტეს ჩვენნაირი გუნდისთვის, რომელსაც უზარმაზარი მხარდაჭერა აქვს. თუმცა, ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე, კლუბებს ლოდინის საშუალება არ ჰქონდათ და სხვა გამოსავალი არ იყო".

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული