დიდი გერმანელი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი 75 წლის გახდა. მას იუბილე ყოფილმა შეგირდმა, ნახევარმცველმა ფრანკ რიბერიმ მიულოცა.
"ჩვენ ერთად ვიცინოდით და ვტიროდით. ერთად ვიმარჯვებდით და ვმარცხდებოდით. თქვენთან ერთად კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩები ჩავატარე და ყველაზე დიდი ტურნირები მოვიგე. თქვენ ჩემთვის ყოველთვის უფრო მეტი იყავით, ვიდრე მწვრთნელი.
თქვენ მე არამარტო საფეხბურთო, არამედ ცხოვრებისეული გაკვეთილები ჩამიტარეთ. თქვენ და თქვენს ოჯახს ყოველივე საუკეთესოს, ჯანმრთელობასა და ბედნიერებას გისურვებთ. დაბადების დღეს გილოცავ იუპ! იმედია, მალე შევხვდებით", - წერს რიბერი "ტვიტერზე".

ჰაინკესის ხელმძღვანელობით "ბაიერნი" ოთხჯერ გახდა გერმანიის
ჩემპიონი, 2013 წელს კი ტრებლი შეასრულა.