ნაოპერაციები კოუტინიო 6 კვირაში აპირებს დაბრუნებას

AutoSharing Option
მარჯვენა კოჭ-წვივზე ნაოპერაციები ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო "ბაიერნს" ბუნდესლიგის დასკვნით მატჩებში ვერ დაეხმარება, - იტყობინება "მარკა".

ვარაუდობდნენ, რომ მისი რეაბილიტაციის პროცესი 2 კვირაში დასრულდებოდა, მაგრამ როგორც იუწყებიან, 6 კვირაზე ადრე მწყობრში ჩადგომას ვერ მოახერხებს.

გერმანიის ჩემპიონატი 16 მაისს განახლდება და 27 ივნისს დასრულდება. თუმცა კოუტინიოს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის შესაძლებლობა მიეცემა, რომელიც აგვისტოში განახლდება.

ამ ტურნირის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში "ბაიერნმა" "ჩელსი" 3:0 დამარცხა და პრაქტიკულად გაინაღდა მეოთხედფინალის საგზური.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული