ბუნდესლიგის 26-ე ტურში "უნიონისა" და "ბაიერნის" მატჩს ორი გულშემტკივარი 12-მეტრიანი ხიდან უყურებდა.
რადგან კორონავირუსის გამო სტადიონზე მაყურებლების დასწრება აკრძალულია, მათ თამაშის ყურება ხიდან გადაწყვიტეს, მაგრამ ვინ აცალა?
შუა პირველ ტაიმში პოლიციელებმა ისინი ხიდან ჩამოიყვანეს, თუმცა არ დაუსჯიათ, უბრალოდ ტერიტორია დაატოვებინეს.
წესრიგს სტადიონსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 400 პოლიციელი იცავდა.
"ბაიერნმა" გაიმარჯვა, ლევანდოვსკიმ ზედიზედ მე-5 სეზონში 40+ გოლი გაიტანა [VIDEO]
ტომას მიულერმა მწვრთნელს პანღური ამოარტყა - პროტოკოლი კი არ დაურღვევია