23 მაისს, ბუნდესლიგის 27-ე ტურში "ბაიერნმა" საკუთარ მოედანზე "აინტრახტი" 5:2 დაამარცხა და პირველ წრეში 1:5 განადგურების გამო რევანში აიღო.
"ბაიერნი" კვლავ ლიდერია, "დორტმუნდს" 4 ქულით უსწრებს და 26 მაისს ამ გუნდს გასვლაზე შეხვდება.
ტომას მიულერმა ფრანკფურტელებთან მატჩში გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა. 17 საგოლე პასით ის მიმდინარე სეზონში ტოპ 5-ის ჩემპიონატების ლიდერია.
რობერტ ლევანდოვსკიმ ზედიზედ მე-5 მატჩში გაიტანა და 27-27 გოლით ჩირო იმობილესთან (ლაციო) ერთად ტოპ 5 ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირია.
"აინტრახტის" მცველმა მარტინ ჰინტერეგერმა 3 გოლი გაიტანა - 2 მეტოქის, 1 კი საკუთარ კარში.
აღსანიშნავია, რომ "აინტრახტმა" უკანასკნელად "ბაიერნს" მიუნხენში 2000 წელს სძლია.
ბაიერნი - აინტრახტი 5:2
გოლები: 1:0 გორეცკა (17), 2:0 მიულერი (41), 3:0 ლევანდოვსკი (46), 3:1 ჰინტერეგერი (52), 3:2 ჰინტერეგერი (55), 4:2 დევისი (61), 5:2 ჰინტერეგერი (74, საკ. კარში)