ბუნდესლიგის 28-ე ტურში "ბაიერნმა" გასვლაზე "დორტმუნდს" 1:0 მოუგო, ნამატჩევს კი მოკლე კომენტარი გოლის ავტორმა ჯოშუა კიმიჰმა გააკეთა.
"თამაშის დაწყებამდე გვითხრეს, რომ მეტოქის მეკარე რომან ბიურკის კარიდან შორს გასვლა უყვარს. კარიერის საუკეთესო გოლი გავიტანე, თანაც ძალიან მნიშვნელოვანი", - ციტირებს კიმიჰს "ბაიერნის" "ტვიტერი".
ლიდერმა "ბაიერნმა" "დორტმუნდი" 7 ქულით ჩამოიტოვა და ჩემპიონობასთან ახლოსაა.
ლიდერმა "ბაიერნმა" "დორტმუნდი" 7 ქულით ჩამოიტოვა და ჩემპიონობასთან ახლოსაა.