ეს "ხუმარების" ხუმრობა როდია - რაული "შალკეს" მწვრთნელად?

AutoSharing Option
"შალკეს" შეიძლება მწვრთნელი გამოუცვალონ

გელზენკირხენული გუნდის ახალ თავკაცად "კასტილიას" მწვრთნელი რაული განიხილება. ესპანელის დაბრუნება გამორიცხული არ არის, რადგან ადგილობრივი გულშემატკივრები მისი დიდი ქომაგები არიან, - იტყობინება "სპორტ ბილდი".

თუმცა "შალკეს" სპორტული დირექტორი იოჰენ შნაიდერი ამჟამინდელი მწვრთნელის, დევიდ ვაგნერის დატოვების მომხრეა და ეს მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 10 მატჩიდან ვერც ერთი ვერ მოიგო - 7 ფრე და 3 წაგება, საერთო ანგარიში 3:21.

რაულმა "კასტილია" გასული წლ
ის ზაფხულში ჩაიბარა და მისი გუნდი სეგუნდა B-ს ერთ-ერთ ზონაში მეშვიდე ადგილზეა. ის "შალკეს" ღირსებას 2010-12 წლებში იცავდა და მის რიგებში 66 მატჩში 28 გოლი გაიტანა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული